Loading data...
კრასნოდარის აეროპორტმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად მუშაობა განაახლა

რუსეთის ქალაქ კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად მუშაობა განაახლა. აეროპორტი 2022 წლის 24 თებერვლიდან სამოქალაქო ავიარეისებს არ იღებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„როსავიაციის“ ცნობით, უსაფრთხოების ზომები უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფმა შეადგინა. აეროპორტში, ძირითადად, ტურისტები დაფრინავენ, რომლებიც შავ და აზოვის ზღვაზე ისვენებენ. პირველი რეგულარული ავიარეისი მოსკოვიდან კრასნოდარში 17 სექტემბერს შესრულდება.

2024 წლის მაისში ელისტის აეროპორტმა აღადგინა მუშაობა, ხოლო 2025 წლის ივლისში - გელენჯიკის აეროპორტმა.

2022 წლის თებერვლიდან არ ფუნქციონირებდა ანაპის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კურსკის, ლიპეცკის, როსტოვის, ელისტის და სიმფეროპოლის აეროპორტები.