Loading data...
კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, იერიშები გრძელდება კიევზეც - უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. 

ამავე ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. 

გარდა ამისა, დაშავდა 4 ადამიანი. 

ამასთან, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გრძელდება თავდასხმა კიევზეც. 

კლიჩკო კიევში შესაძლო დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.