კოსოვოს ექსპრეზიდენტს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს ჰაშიმ ტაჩის სამხედრო დანაშაულებისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კოსოვოს სამხედრო ტრიბუნალმა ის დამნაშავედ ცნო „უკანონო დაკავებებში, წამებაში, მკვლელობებში და სასტიკ მოპყრობაში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პროკურატურა ტაჩისა და და კიდევ სამი განსასჯელისთვის 45-წლიანი პატიმრობას ითხოვდა. სამხედრო დანაშაულები კოსოვოს ომის პერიოდში იყო ჩადენილი. არც ერთმა ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა.
სასამართლო სხდომები 2023 წლიდან მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში 300 მოწმე დაიკითხა და 155-მა დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა.
2020 წელს ჰაშიმ ტაჩი ჰააგის სპეცტრიბუნალის წინაშე წარდგა. 1998-1999 წლებში კოსოვოს გათავისუფლების არმიის ქმედებებისგან ასობით კოსოვოს ალბანელი, სერბი და სხვა ერების წარმომადგენელი დაზარალდა.
ტაჩი კოსოვოს გათავისუფლების არმიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. 2000-2026 წლებში ის კოსოვოს დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. 2008-2014 წლებში ტაჩი კოსოვოს პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2016 წელს ის კოსოვოს პრეზიდენტად აირჩიეს. 2020 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ მას ბრალი წაუყენა, ტაჩი თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით ის დააკავეს და სასამართლოს გადასცეს.