Loading data...
კოშტა მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომას იწვევს, რომელზეც ზელენსკი სიტყვით გამოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ამის შესახებ ნათქვამია კოშტას მიერ ევროპული საბჭოს წევრებისთვის გაგზავნილ მიწვევის წერილში. 

ევროპული საბჭო ხუთშაბათს, 19 მარტს, შეიკრიბება.

მონაწილეები განიხილავენ ირანსა და რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე, ევროკავშირის რეაგირებას მის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე, კერძოდ, ენერგიის ფასებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ისინი ასევე განიხილავენ ევროკავშირის სტრატეგიული კონკურენტუნარიანობის პროგრამას.

უკრაინის შესახებ დისკუსიის დასაწყისში შეხვედრის მონაწილეები ზელენსკის მოუსმენენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელიც აგრძელებს საკუთარი თავის დაცვას რუსული აგრესიისგან და ცდილობს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. რუსეთზე ზეწოლის გაზრდა იქამდე, ვიდრე ის კონსტრუქციულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - დასძინა კოშტამ.