Loading data...
კონგოში ებოლას ციებ-ცხელებისგან 2000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამ თვეში ებოლას ციებ-ცხელებისგან 2011 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამავე პერიოდში დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობამ 4381 შეადგინა, მათ შორის 704 ამჟამად სპეციალურ ადგილებში მკურნალობის კურსს გადის, ლეტალობის დონემ 45,9% შეადგინა.

კონგოში ებოლას დღევანდელი ეპიდემია „ბუნდიბუგიოს“ შტამით არის გამოწვეული. მის წინააღმდეგ სპეციალური ვაქცინა არ არსებობს, ასევე არ შემუშავებულა მკურნალობის კონკრეტული ფორმა. ანტივირუსული პრეპარატების კლინიკური კვლევები ივლისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ასევე სპეციალისტები შეშფოთებულები არიან, რომ სულ უფრო მეტი შემთხვევა რეგისტრაციის გარეშე რჩება.

ებოლას აფეთქების ეპიცენტრი კონგოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იტურის პროვინციაში მდებარეობს. ეს რეგიონი უგანდასა და სამხრეთ სუდანს ესაზღვრება. რეგიონში არის არასტაბილური მდგომარეობა და იქ დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. უკიდურესი სიდუხჭირე და საბრძოლო მოქმედებები შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.