1757708945
უცხოეთი
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 107 ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც მედია წერს, ხანძარს, სულ მცირე, 107 ადამიანი ემსხვერპლა.
სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 146 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო ჯგუფებმა 209 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ზოგიერთი მათგანი დაშავებულია.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რომელშიც საზღვაო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები მონაწილეობენ.
მდინარის ტრანსპორტი კონგოს ტროპიკულ ტყეებში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, სადაც ძველი, ხის ნავები სოფლებს შორის ტრანსპორტირების ძირითადი საშუალებას წარმოადგენს.