Loading data...
კომპანია SpaceX-მა უკრაინაში მოძრავი Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარე შეზღუდა - ზელენსკის მრჩეველი

შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სერგეი (ფლეშ) ბესკრესტნოვის განცხადებით, კომპანია SpaceX-მა უკრაინაში მოძრავი Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარე შეზღუდა. 

მისივე თქმით, შეზღუდვები ამჟამად ე.წ. სამხედრო პაკეტზე ვრცელდება. კერძოდ, StarShield-ის სერვისებზე, რომელთა სიჩქარე საათში 100 მილზე (დაახლოებით 161 კილომეტრზე) მეტი არ იყო.

„ჩვენს თავდაცვის ძალებს ამ შეზღუდვის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ და ამან არაერთი მისიის ჩაშლა გამოიწვია. ცხადია, ეს ქმედება არ შეიძლება იყოს დამთხვევა და დაკავშირებულია მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასთან“, - იტყობინება ზელენსკის მრჩეველი ტელეგრამზე.