Loading data...
კომოს ტბაზე ტურისტები სიშიშვლისთვის დაჯარიმდებიან - CNN

„კომოს ტბაზე მდებარე იტალიურმა სათევზაო სოფელმა ჯარიმა დააწესა ყველასთვის, ვინც მის ქუჩებში საცურაო კოსტიუმით სეირნობს“, - ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

სოფლის ახალი ჩაცმულობის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, 200 ევრომდე (228 აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც წესს დაარღვევენ. იტალიამ უახლეს ღონისძიებას მასობრივი ტურიზმის გავლენის შეზღუდვის მიზნით მიმართა.

ცნობისთვის, გასულ თვეში შემოღებული ახალი წესის თანახმად, ტურისტული  ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 25 ადამიანს - წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან. ასევე, ტურისტულ ლიდერებს ეკრძალებათ ხმის გამაძლიერებლის გამოყენება. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შესაძლოა 400 ევრომდე (456 აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისროთ.

ბევრმა სხვა იტალიურმა სანაპირომ დროის შეზღუდვები შემოიღო ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ზოგიერთმა ქალაქმა, როგორებიცაა ვენეცია ​​და რომი, პიკის საათებში ტურიზმის შეზღუდვის მიზნით, ახალი გადასახადები დააწესა.