„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ – ალიანსში სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტაალატბეკ მასადიკოვი.
მისი თქმით, ამ საკითხს, სავარაუდოდ, ქვეყნების ლიდერები კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.
„გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული“, - განაცხადა მასადიკოვმა.
მანამდე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ორგანიზაციაში ვიქტორ ვასილიევმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის ორგანიზაციის ორგანოებში ხმის მიცემის უფლების შესაძლო ჩამორთმევისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი იქნება საჭირო.
ინფორმაციისთვის, ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.