Loading data...
კლიჩკო: კიევში 1600-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა

უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ 1676 მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი.

„შეგახსენებთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებამ გუშინ დედაქალაქში კვლავ თითქმის 6 000 სახლი  გათბობის გარეშე დატოვა.  9 და 20 იანვრის დაბომბვების შემდეგ ამ სახლების უმეტესობას უკვე ორჯერ აღუდგინეს გათბობის მიწოდება“, - განაცხადა კლიჩკომ და დასძინა, რომ სამუშაოები გრძელდება, რათა კიეველების საცხოვრებელ სახლებში სრულად აღდგეს გათბობის მიწოდება. 

ინფორმაციისთვის, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 102 დრონით და 2 რაკეტით შეუტია.