1758363325
უცხოეთი
კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინას მოუწევს რეალობასთან შეგუება, რომელშიც რუსეთს დონბასის დიდი ნაწილი უკვე ოკუპირებული აქვს

„უკრაინას მოუწევს რეალობასთან შეგუება, რომელშიც რუსეთს დონბასის დიდი ნაწილი უკვე ოკუპირებული აქვს“, - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს აღნიშნული ტერიტორიების რუსეთის კუთვნილებად იურიდიულ აღიარებას.
კელოგმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მიწებით არ ვაჭრობს და რომ ბოლო სიტყვა კიევის სათქმელია. სამშვიდობო მოლაპარაკების პირობებზე საუბრისას კელოგმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, რომელიც რუსეთს 1940 წლიდან ჰქონდა ოკუპირებული.