1748840204
უცხოეთი
კით კელოგი: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი, გარკვეული გაგებით, მარიონეტული ომია

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი, გარკვეული გაგებით, მარიონეტული ომია, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა განაცხადა.
„ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა კელოგს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომს მარიონეტულ ომად მიიჩნევს.
„გულწრფელად, გარკვეული გაგებით ასეც არის. შეხედეთ, რა გააკეთეს ევროპელმა ქვეყნებმა მხარდაჭერით. ვგულისხმობ, ეს ნათელია – პუტინი ამას ხედავს. ასე რომ, ყველა უნდა იყოს მზად, რომ ცოტათი უკან დაიხიოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.