Loading data...
კიტ კელოგი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევს დროს პოლონეთში მიემგზავრებოდა - CNN

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 10 სექტემბრის ღამეს, მაშინ როდესაც რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, პოლონეთში მიემგზავრებოდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით წერს. 

როგორც მედიასაშუალება წყაროზე დაყრდნობით წერს, კელოგი პოლონეთიდან უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდა.

„გენერალი კიტ კელოგი პოლონეთში მიემგზავრებოდა, როდესაც რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია“, - ამბობს ინფორმირებული წყარო. 

ინფორმაციისთვის, 10 სექტემბერს ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს.