კირილ დმიტრიევი ფრიდრიხ მერცს - ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ, თქვენ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეთ ომის წაქეზებით
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი უკრაინის პრეზიდენტისა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ. თქვენ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეთ ომის წაქეზებით, მშვიდობის საბოტაჟით, არარეალური წინადადებებით, დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობით, მიგრაციით და ჯიუტი სისულელით“, - აცხადებს კირილ დმიტრიევი.
შეგახსენებთ, საუბარი ეხება Der Spiegel-ის მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, ნატოს გენერალური მდივანი და ზელენსკი.
გამოცემის ინფორმაციის თანახმად, ჩანაწერის თანახმად, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, აშშ-მა უკრაინას და ევროპას უღალატოს.