1769843727
უცხოეთი
კირილ დმიტრიევი დღეს აშშ-ში ჩავა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი 31 იანვარს შეერთებულ შტატებში, მაიამიში ჩავა.
„როიტერი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დმიტრიევი შეერთებულ შტატებში თეთრი სახლის ლიდერის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თებერვალში რუსეთსა და უკრაინას შორის, აშშ-ის შუამავლობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იგეგმება.