1792682733
უცხოეთი
კირილ დიმიტრიევი: მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიზელის შეთანხმების აღსრულება 23 ოქტომბრიდან დაიწყება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კირილ დიმიტრიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან „დიზელის გარიგება“ 23 ოქტომბერს შევა ძალაში.
„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების განხორციელება 23 ოქტომბერს დაიწყება“, - განაცხადა დიმიტრიევმა.
დიმიტრიევი აცხადებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება „ზოგიერთი ევროპელი კოლეგის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, „რომლებიც თავად გაცილებით მეტ რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ, ვიდრე შეერთებული შტატები.“
ინფორმაციისთვის, 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.