1760631766
უცხოეთი
კირილ ბუდანოვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს, მომდევნო წლებში სრულად მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს სრულად მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს მომდევნო წლებში.
როგორც ბუდანოვმა კიევის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საზოგადოებას მოუწევს, გააცნობიეროს, რომ სრულიად მშვიდობიანი ცხოვრება უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა.
„ჩვენს საზოგადოებას მოუწევს, გააცნობიეროს, რომ სრულიად მშვიდობიანი და უვნებელი ცხოვრება უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა. ვგულისხმობ, რომ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ მომენტში საპასუხოდ, მათ შორის ძალით – ეს ჩვენი საზოგადოებისთვის გამოწვევა იქნება და ამასთან ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.