Loading data...
ყირგიზეთში ჟურნალისტებს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყირგიზეთის დედაქალაქის, ბიშკეკის სასამართლომ დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალის, „კლოოპის“ ყოფილ თანამშრომლებს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

5-5 წელი მიუსაჯეს ალექსანდრე ალექსანდროვს და ჟოომართ დუულატოვს, ხოლო ორგანიზაციის ორ ბუღალტერს 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ოთხივეს სასამართლომ მასიური არეულობისკენ მოწოდებებისთვის დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს დასკვნაში წერია, რომ განსასჯელები ავრცელებდნენ საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალებს, რომლებიც არასწორ ინფორმაციას და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ დაუსაბუთებელ კრიტიკას შეიცავდა. ის მიზნად ისახავდა მასიური არეულობის ინსპირირებას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებს შეიცავდა.

სასამართლო სხდომაზე „კლოოპის“ ყოფილმა თანამშრომელმა მანამდე მიცემულ აღიარებით ჩვენებაზე უარი განაცხადეს, რადგანაც იმ ჩვენების მიცემა აიძულეს. „კლოოპი“ არის ყირგიზეთის დამოუკიდებელი გამოცემა რომელიც 2007 წელს არის დაარსებული. „კლოოპი“ ცნობილი გახდა 2010 წელს, როდესაც ყირგიზეთში მომხდარ რევოლუციას აქტიურად აშუქებდა. მედიასაშუალებას რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული.