Loading data...
ყირგიზეთში ლენინის ყველაზე მაღალი ძეგლის დემონტაჟი მოხდა

ყირგიზეთში ბოლშევიკების ბელადის, ვლადიმერ ლენინის 23-მეტრიანი ძეგლის დემონტაჟი მოხდა. ძეგლი ქალაქ ოშში იდგა. ამის შესახებ Deutcche Welle იუწყება.

ლენინის ეს ძეგლი ყველაზე მაღალი იყო ცენტრალურ აზიაში, ქალაქ ოშის ადმინისტრაციის ცნობით, ძეგლის ადგილზე ყირგიზეთის ეროვნული დროშა აღიმართება.

ლენინის ძეგლი ოშში 1975 წელს დადგეს. მისი ავტორი იყო საბჭოთა კავშირის მოქანდაკე, ნიკოლაი ტომსკი.