Loading data...
კირ სტარმერის „ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში დამარცხდა - Reuters

დიდ ბრიტანეთში შუალედურ ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

როგორც უცხოური მედია წერს, წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ მარცხი განიცადა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ინგლისში, ასევე ლონდონის ზოგიერთ რაიონში.

ამავე ცნობით, გამარჯვებული გახდა პარტია Reform UK-ის ხელმძღვანელი ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც „ბრექსიტის“ მხარდამჭერია. მისმა პარტიამ 300-ზე მეტი ხმა მიიღო. 

ზოგიერთ რეგიონში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სრული მარცხი განიცადა. მანჩესტერში ქალაქ ტეიმსაიდში პარტიამ თითქმის 50 წლის განმავლობაში პირველად დაკარგა კონტროლი საქალაქო საბჭოზე.

პარტია Reform UK-მა ტეიმსაიდში 14 ხმა ადგილი მოიპოვა. 

„შედეგები სასტიკია“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა რებეკა ლონგ-ბეილიმ.