კირ სტარმერის განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში უმსხვილესია და მისი იგნორირება სისულელე იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არჩევანს არ გააკეთებს. ამის შესახებ სტარმერმა პეკინში ვიზიტამდე განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მას შეუძლია ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდეს ისე, რომ ტრამპის გაღიზიანება არ გამოიწვიოს და აშშ-სთან ურთიერთობები არ გააუარესოს. ამგვარად, სტარმერმა უარყო მოსაზრება, თითქოს მას ორივე ქვეყნის მიმართ საკუთარ მიდგომაში კომპრომისებზე წასვლა მოუწევს.
„ხშირად მთხოვენ, უბრალოდ ქვეყნებს შორის არჩევანი გავაკეთო. მე ამას არ ვაკეთებ“, - თქვა სტარმერმა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინში ვიზიტი ბრიტანული ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მოიტანს.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს აშშ-სთან და რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ამასთანავე, თავის ქვიშაში ჩაყოფა და ჩინეთის იგნორირება, როდესაც მისი ეკონომიკა უმსხვილესია და სიდიდით მეორე მსოფლიოში, სისულელე იქნება“, - აცხადებს კირ სტარმერი.
ინფორმაციისთვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში კირ სტარმერი ჩინეთს პირველად ეწვია.