1764090241
უცხოეთი
კირ სტარმერის განცხადებით, აშშ და უკრაინა ჟენევაში წარმოდგენილ პროექტზე შეთანხმდნენ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, შეერთებული შტატები და უკრაინა ჟენევაში წარმოდგენილ პროექტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
სტარმერის თქმით, მან აშშ-სა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღო.
„ეს არანაირად არ არის წინადადებების ან შეთანხმებების ახალი ნაკრები“, – აცხადებს კირ სტარმერი.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მთავრობა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.