კირ სტარმერი: ცეცხლის შეწყვეტა თუ მოხერხდება, მაშინ ეს იქნება გრძელვადიანი და არ დაირღვევა

„ცეცხლის შეწყვეტა თუ მოხერხდება, მაშინ ეს იქნება გრძელვადიანი და არ დაირღვევა, რადგანაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე არ ვენდობი პუტინს“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთზე უნდა არსებობდეს ზეწოლის ფართო ბერკეტი, მათ შორის სანქციების სახით.
„ევროპისთვის გამოწვევაა, რომ რამდენიმე ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე. დიდი ბრიტანეთი თითქმის არაფერს იღებს რუსეთიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპელ კოლეგებთან. არის ერთი-ორი ქვეყანა, რომლებმაც კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ ენერგიის საკითხს. თუმცა აქვე ვიტყვი რომ არ არსებობს ერთი „ვერცხლის ტყვია“, რომელიც მოახდენს ზემოქმედებას რუსეთზე. ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო ფართო სანქციები, რომლებიც რამდენჯერმე დავაწესეთ. უნდა ვიმუშაოთ ევროპის მასშტაბით და აშშ-თან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იქნება ყველა ძლიერ პოზიციაში ახლავე. ჩვენ ცხადია, გვსურს ცეცხლის შეწყვეტა და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა დღესვე. ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ დასაწყისიდან ბოლომდე. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათთვის იმის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ, რათა მათ იბრძოლონ ამ ომში, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგია. ცეცხლის შეწყვეტა თუ მოხერხდება და მე ამის იმედი მაქვს, მაშინ ცეცხლის შეწყვეტა იქნება გრძელვადიანი და ის არ დაირღვევა, რადგანაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე არ ვენდობი პუტინს“, – განაცხადა სტარმერმა.