კირ სტარმერი: დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მკაცრი ფორმით უნდა იყოს დაგმობილი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება.
„შოკირებული ვარ ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე განვითარებული მოვლენებით. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მაქსიმალურად მკაცრი ფორმით უნდა იყოს დაგმობილი.
დიდი შვებაა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდაა“, – წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
I am shocked by the scenes at the White House Correspondents’ Dinner in Washington overnight.
— Keir Starmer (@Keir_Starmer) April 26, 2026
Any attack on democratic institutions or on the freedom of the press must be condemned in the strongest possible terms.
It is a huge relief that @POTUS, the First Lady and all those…