Loading data...
კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს - „ბრიტანეთი ომში ჩართვას არ აპირებს“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს. 

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის რეაგირება ჰორმუზის სრუტის გახსნაზეა ორიენტირებული, რადგან „ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ენერგიის ფასებს რაც შეიძლება სწრაფად შევამცირებთ“.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, როდესაც სტარმერს ჰკითხეს, პირადად აკისრებს თუ არა პასუხისმგებლობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიტანეთის ენერგოგადასახადებზე ზეგავლენას,კირ სტარმერი პირდაპირ არ პასუხობს.

ის ამბობს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, არის ქვეყნების გაერთიანება სრუტის გახსნისკენ მოწოდებისთვის“.

სტარმერმა დასძინა, რომ სწორედ ირანმა გამოიწვია ყურეში მიმოსვლის შეზღუდვა და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი ომში ჩართვას არ აპირებს.