Loading data...
ყინვა და ქარბუქი აშშ-ის 16 შტატში - გაუქმებულია 9000-ზე მეტი ავიარეისი

აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში ქარბუქისა და ყინვისთვის ემზადებიან.

CNN-ის ცნობით, ქვეყნის 16 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მათ შორის, დელავერში, მისურიში, არკანზასში, ლუიზიანაში, მისისიპიში, ტენესიში, ალაბამაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ნიუ იორკში, კენტუკიში, მერილენდში, ნიუ-ჯერსისა და კანზასში.

მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, აუქმებულია 9000-ზე მეტი ავიარეისი, მათგან 3250 24 იანვარს უნდა შესრულებულიყო, 5000-ზე მეტი კი – 25 იანვარს. ასევე, შეფერხებებია საავტომობილო გზებზე.