Loading data...
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის აყვავების პირობას დებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის აყვავების და განახლების პირობა დადო. მისი თქმით, 20 რეგიონში ახალი პროექტები ამოქმედდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის თქმით, საუბარია სამედიცინო დაწესებულებებზე, გასართობ კომპლექსებზე და სამრეწველო საწარმოებზე. განახლება ქვეყნის მესამედ ტერიტორიაზე იგეგმება.

საწყის ეტაპზე კიმ ჩენ ინმა ხვანხე-ნამდოს პროვინციაში ახალი პროექტის დაწყების სტარტს დაესწრო. „მთელ ქვეყანაში ქალაქების და ოლქების მესამედი განახლებული და აყვავებული იქნება“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ადრეც განუცხადებია, რომ ქვეყანა „სოციალისტურ ზღაპრად“ უნდა გადააქციონ. 2022 წელს მიღებული ორი კანონით მმართველი პარტია სოფელში რადიკალური ცვლილებების გატარებას აპირებს.