Loading data...
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ახალ ბირთვულ პოლიტიკას წარადგენს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალ პოლიტიკას შემოიღებს, რომელიც ბირთვული ძალებისა და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ერთდროულად განვითარებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება. 

მედიის ცნობით, კიმმა იარაღის კვლევის ცენტრები დაათვალიერა, სადაც მან თქვა, რომ მე-9 პარტიის კონგრესი წამოაყენებს პოლიტიკას „ეროვნული თავდაცვის სფეროში ბირთვული და ჩვეულებრივი ძალების ერთდროული გაძლიერების“ შესახებ.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით ქვეყნის ლიდერი 12 სექტემბერს არმიის სწავლებას დაესწრო და ამავდროულად საავადმყოფოს მშენებლობაც დაათვალიერა.