1790405004
უცხოეთი
კიევზე საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით საჰაერო იერიში განახორციელეს. შეტევის შედეგად დაიჭრა 4 ადამიანი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„სოლომენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად 5-სართულიან სახლში და მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. სახლიდან 20 ადამიანი იყო ევაკუირებული“, - დაწერა „ტელეგრამში“ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ასევე სოლომენსკის რაიონში დრონის აფეთქების შედეგად საოფისე შენობას ხანძარი გაუჩნდა. კიდევ ერთი დრონი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს რუსულმა ძალებმა კიევზე მასირებული საჰაერო იერიში განახორციელეს, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა 7 და დაშავდა 59 ადამიანი. 25 დაშავებული საავადმყოფოებში მკურნალობს.