Loading data...
კიევზე საჰაერო იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა კიევზე მასირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაშავებულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სოლომენსკის და დნეპროვსკის რაიონებში საწყობები დაზიანდა, დნეპროვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა.

საჰაერო იერიში ოდესაზეც განხორციელდა, ქალაქზე შეტევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ლისაკის ცნობით, დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი.

წინ დღეს უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური იუწყებოდა, რომ სუმიზე საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა.