1795187297
უცხოეთი
კიევზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულების რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 17 კი დაშავდა - უკრაინული მხარე
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
მისი თქმით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ამჟამად პოდილსკის ხიდით ხორციელდება.
ხიდი ბალისტიკური რაკეტის დარტყმის გამო დაზიანდა.
კლიჩკომ განაცხადა, რომ დარნიცკის ხიდიც დაზიანდა და სამხრეთის ხიდი კვლავ დაბომბეს.
„ქალაქის სამსახურები ამჟამად თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ“, - აცხადებს კლიჩკო.