1792651962
უცხოეთი
კიევზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა
რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო იერიში განახორციელეს. შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
ბალისტიკური რაკეტებით იერიში კიევის 6 რაიონზე ერთდროულად განხორციელდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, შენობებს ხანძარი გაუჩნდათ.
იერიშის გამო კიევის სამხრეთ ხიდზე გადაადგილება შეიზღუდა.