კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 20-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა.
როგორც „როიტერი“ იტყობინება, დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე, 14 ადამიანი კიევში დაიღუპა, ექვსი კი დედაქალაქის მიმდებარე რეგიონებში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით კი, მაშველებმა კიევში, პოდოლსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს.
როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, კიევზე 6 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ დრონებითა და რაკეტებით დარტყმის შედეგად დაშავდა 56 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი.
კიევში, პოდოლსკისა და დარნიცკის რაიონებში, საჰაერო დარტყმების ადგილზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
7 ივლისი უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.