Loading data...
კიევში რუსული დრონი 25-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა - დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში 25-სართულიან საცხოვრებელ შენობას რუსული დრონი დაეჯახა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იერიშს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ზელენსკის თქმით, შენობას „შაჰედის“ ტიპის დრონი მოხვდა. 

როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, „დარნიცის რაიონში დრონი 25-სართულიან საცხოვრებელ შენობას 12-16 სართულების დონეზე შეეჯახა“.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი, მათგან რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლიჩკომ დასძინა, რომ შენობის ეზოში მდგომ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.