1787209521
უცხოეთი
კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
„რუსეთის თავდასხმის შემდეგ კიევში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს.
20 აგვისტოს ღამეს, რუსეთის არმიამ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაშავდა.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, დიდ საწყობებში კი გაჩნდა ხანძარი.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.