1791527664
უცხოეთი
კიევში ნაწილობრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა
კიევში 9 ოქტომბერს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემები შეიქმნა. ამის მიზეზი ენერგოსისტემაში ძაბვის ვარდნა გახდა. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
„კიევპასტრანსის“ ცნობით, ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კიევის სამ რაიონში - ობოლონსკის, პოდოლსკის და სვიატოშინსკის რაიონებში შეჩერდა.
„კიევპასტრანსში“ განაცხადეს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ბოლო დროს დარტყმები გააძლიერეს. 8 ოქტომბერს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ დენის მიწოდების შეფერხება კიევში სწორედ ამ დარტყმებს უკავშირდება.