Loading data...
კიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება. 

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, 125 სახლს გათბობა აღუდგა. 

„კომუნალური და ენერგეტიკული სამსახურები აგრძელებენ მუშაობას, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება აღმოფხვრან, რომლებიც დედაქალაქზე მტრის შეტევებმა გამოიწვია. ისინი ცდილობენ, კიეველების სახლებში გათბობა აღადგინონ“, - იტყობინება კლიჩკომ.