1731239740
უცხოეთი
კიევმა მოსკოვს დრონებით შეუტია - რუსული მედია
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვზე უკრაინული დრონების იერიში მოიგერიეს“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი Telegram არხზე ავრცელებს.
სობიანინის მტკიცებით, რუსულმა ძალებმა 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.
ვორობიოვის ინფორმაციით, დაშავდა ერთი ქალი.
გუბერნატორის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ცდილობენ უპილოტო თვითმფრინავებით შეტევას რუსეთის სასაზღვრო და ცენტრალურ რეგიონებში მდებარე სამიზნეებზე“, - წერს რუსული მედია.