1774190327
უცხოეთი
კიევის წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დაკრძალეს
კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დაკრძალეს.
წირვას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე უძღვებოდა, აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებთან ერთად.
როგორც უკრაინული მედია წერს, ათასობით მორწმუნე მივიდა საპატიო პატრიარქისთვის პატივის მისაგებად.
პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში 20 მარტს გარდაიცვალა.
9 მარტს ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ფილარეტი ტომოსის მიღებამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა.