Loading data...
კიევის ცენტრში ჩხუბი და სროლა მოხდა

კიევის ცენტრში ჩხუბი და სროლა მოხდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

პოლიციის ცნობით, ინციდენტი კიევის შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ საქმე აღძრა და ინციდენტის ყველა მონაწილის დადგენა მიმდინარეობს.

სამართალდამცველთა ცნობით, ინციდენტში 10-მდე უცხოელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.