1784904863
უცხოეთი
კიევის ოლქში საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
„კიევის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ.
„რუსეთმა კიევის ოლქზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ათი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. დეტალები დაზუსტდება“, - ხაზგასმით აღნიშნა კრავჩენკომ.
ინფორმაციისთვის, უკრაინული მხარის ცნობით, 24 ივლისს დღის საათებში რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე ბალისტიკურითა და „ცირკონის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს.
ამასთან, რუსებმა ავიაბომბებით სლავიანსკზეც მიიტანეს იერიში.