Loading data...
კიევის ოლქში პოლიციამ უზბეკი მიგრანტები აღმოაჩინა, რომლებიც, ფაქტობრივად, მონობაში იმყოფებოდნენ

უკრაინის პოლიციამ უზბეკეთის 13 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც კიევის ოლქში არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ. მათ საბუთები ჰქონდათ ჩამორთმეული, შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილება და ტუალეტში განრიგით უშვებდნენ. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

უზბეკები ფაქტობრივად მონობაში ჰყავდათ ერთ უკრაინელს, ჩინეთის ორ მოქალაქესა და უზბეკეთის ერთ მოქალაქეს. ყველა მათგანი დაკავებულია. მათ 13 უზბეკი მიგრანტი უკრაინაში სამუშაოს შეთავაზებით შეიტყუეს.

უზბეკეთის გათავისუფლებულმა მოქალაქეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და სამშობლოში დასაბრუნებლად მზად არიან.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევს შესაბამისი ნოტა უკვე გაუგზავნა. ტაშკენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.