1746713119
უცხოეთი
კიევის მახლობლად მამაკაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მიმდინარეობს სპეცოპერაცია

კიევის ოლქის სოფელ სოფიევსკაია ბორშაგოვკაში მამაკაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველები მის დასაკავებლად სპეციალურ ოპერაციას ატარებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია ბუჩას რაიონში სროლის გარემოებებს ადგენს. ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
„დღეს, 8 მაისს, [ადგილობრივი დროით] 15:22 საათზე პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ სოფელ სოფიევსკაია ბორშაგოვკაში მამაკაცმა მოქალაქეები დახოცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.