1787402666
უცხოეთი
ხორვატიაში მცირე ზომის გერმანული თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 2 ადამიანი
ხორვატიის სანაპირო ქალაქ ზადართან ახლოს გერმანიაში რეგისტრირებული მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება Deutsche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ხორვატიის პოლიციის ცნობით, ორადგილიანი მოტორიანი პლანერი, რომელსაც შეუძლია ფრენა პატარა ძრავით, ან მის გარეშე, 21 აგვისტოს ველებიტის მთებში ჩამოვარდა. გრძელი, ციცაბო მთათა სისტემა ადრიატიკის ზღვის სანაპიროს პარალელურადაა გადაჭიმული.
ხელისუფლების განცხადებით, Diamond HK36 Super Dimona ჩეხეთიდან ზადარში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა განიცადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულები ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.