1785242200
უცხოეთი
ხერსონზე საჰაერო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ქალაქ ხერსონზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად 61 წლის კაცი დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
28 ივლისს საჰაერო იერიშის კიევზეც განხორციელდა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 27 და 28 ივლისს, რუსეთმა საერთო ჯამში 131 დრონი გამოიყენა. გამოყენებული იყო დრონები „გერბერა“, „იტალმასი“ და დრონი-იმიტატორები „პაროდია“. მიზნებს სულ მცირე 16 უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა.