Loading data...
ხერსონში რუსულმა ძალებმა მიკროავტობუსზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხერსონში მიკროავტობუსზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

როგორც პროკუდინმა ტელეგრამზე აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ადამიანი. 

რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნას, 1-ელ თებერვლამდე უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს.