Loading data...
ხარკოვზე რუსული ძალების სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

6-7 მარტს, ღამით, რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

ხარკოვის მერიის და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ და მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

რუსულმა ძალებმა 6-7 მარტს, ღამით, ხარკოვს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. მრავალსართულიან სახლს ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. დრონები კიევის და ოსნოვიანსკის რაიონებში დაეცა. ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში ხარკოვის სამრეწველო ზონაზეც განხორციელდა.