1752215025
უცხოეთი
ხარკოვზე რუსული დრონების შეტევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

10-11 ივნისს რუსულმა ძალებმა ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. დაშავებულია 9 ადამიანი. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ყველაზე მეტად სალტოვსკის რაიონი დაზარალდა. დაზიანდა რამდენიმე შენობა და ავტომობილი, გაჩნდა ხანძარი. ერთი აფეთქება სამშობიაროს მახლობლად მოხდა. ამჟამად სამედიცინო დაწესებულების ევაკუაცია მიმდინარეობს.
გაეროს ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში უკრაინაში ყველაზე მეტი მშვიდობიანი პირი დაიღუპა ომის დაწყებიდან. დაღუპულია 232 და დაჭრილია 1343 მშვიდობიანი მოქალაქე.