Loading data...
ხარკოვზე რუსული დრონების იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული დრონების მასიური იერიშის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი და დაიჭრა 17. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა შეტევები შევჩენკოს და სალტოვსკის რაიონებზე მიიტანეს. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია, სინეგუბოვის თქმით, ამჟამად დაზიანებულ შენობების დათვალიერება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რომ ნამსხვრევების ქვეშ ადამიანები არ არიან მოყოლილები.

ხარკოვის გარდა, საჰაერო იერიშები უკრაინის ოლქებზეც განხორციელდა.