Loading data...
ხარკოვში რუსულმა ძალებმა საბავშვო ბაღზე იერიში მიიტანეს - დაშავდნენ ბავშვები

რუსულმა ძალებმა ხარკოვს შეუტიეს.

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსებმა დაბომბეს კერძო საბავშვო ბაღი, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან.

„დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებული არიან ბავშვები“, - აცხადებს ტერეხოვი. 

მერის თქმით, წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ რუსებმა შეტევა „შაჰედებით“ განახორციელეს.

„ამ დროისთვის, საბავშვო ბაღიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია“, - აცხადებს ტერეხოვი.